საპოლიციო ძალებმა ჭიჭინაძის ქუჩაც დატოვეს – აქციის მონაწილეების მცირე ნაწილი და სამართალდამცველბი მხოლოდ პარლამენტის წინ რჩებიან

საპოლიციო ძალებმა ჭიჭინაძის ქუჩაც დატოვეს.
აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავდნენ და სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს”, არა რუსეთს – კი ევროპას”.
მომიტინგეებმა პოლიციის წევრები შეძახილებით გააცილეს. ისინი სკანდირებდნენ: “მონებო”.
ამ დროისთვის, აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. აქციის მონაწილეების მცირე რაოდენობა და სპეცრაზმო მხოლოდ პარლამენტის წინ რჩება
შეგახსენებთ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, მოგვიანებით მომიტინგეებმა მსვლელობთ გადაინაცვლეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, პოლიციამ სპეციალური საშუალება გამოიყენა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი