გიორგი ქადაგიძე: ჩვენი დემონსტრაცია არის მშვიდობიანი, როგორც ეკადრება ევროპულ ერს

“ჩვენი დემონსტრაცია არის მშვიდობიანი, როგორც ეკადრება ევროპულ ერს”- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ ტვ “პირველთაბ” საუბრისას.
“ევროკავშირის დროშას ამ სცენიდანაც და ყველა ადმინისტრაციული შენობიდან გადმოვკიდებთ და გავწევრიანდებით ევროკავშირში ძალიან სწრაფად, ეს არის ხალხის ნება, რომლის წინააღმდეგ ამ ისტორიულ მომენტში ვერავინ ვერ წავა. ნუ ცდიან ჩვენ მოთმინებას, პროტესტი იქნება კიდევ უფრო მძაფრი, მძლავრი და მრავალრიცხოვანი.

თუ ვინმეს შერჩენია საღი აზრი ქართულ ოცნებაში, არ გაბედონ მეორე მოსმენით გატანა და პროცესის გაგრძელება”- თქვა ქადაგიძემ.