„იმედი“: ჭყლეტაში მოყოლილი ჩვენი ჟურნალისტი კლინიკაშია

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტი ლანა პოღოსოვა პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოჰყვა და ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.
ტელეკომპანია აცხადებს, რომ „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ აქციის მონაწილეები „აგრესიას იჩენდნენ“.
„ჟურნალისტი უსაფრთხო ადგილზე სამართალდამცველებმა გადაიყვანეს, თუმცა აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება და ის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი“, – წერს „იმედინიუსი“.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი