სპეცრაზმმა თავისუფლების მოედანი დატოვა – ჭიჭინაძის ქუჩიდან გაიყვანეს წყლის ჭავალის მანქანაც

სპეცდანიშნულების რაზმმა თავისუფლების მოედანი დატოვა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოხსნილია. ჯერჯერობით თავისუფლების მოედანზე რჩებიან სხვა საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, თუმცა მათ ამ დროისთვის ადგილზე განლაგებულ ავტობუსებში გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები რჩებიან მხოლოდ უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე, თუმცა ჭიჭინაძის ქუჩიდან გაიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა.
პოლიციაა მობილიზებული სცენასთან, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ ხვალ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით არის დამონტაჟებული.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი