პროტესტი მსაჯებს და აპლოდისმენტები მაყურებლებისგან – ლაშა გურულმა რუს მოკრივესთან ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა [VIDEO]

კრივში სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მოკრივე ლაშა გურული ტურნირის ფინალში რუს ტარხან იდიგოვს დაუპირისპირდა.
გურულმა მეტოქე მეორე რაუნდში აშკარად დაჯაბნა, თუმცა აღნიშნული ეპიზოდი მსაჯებმა არასწორად შეაფასეს და ლაშამ მესამე რაუნდში ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა.
აღსანიშნავია, რომ დამსწრე მაყურებელი გურულის გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდა.
ამრიგად, გურულმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
წყარო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია
რას ქვია უარი განაცხადა ? თუ დაჯაბნა და ჯობდა მაშინ მესამე რაუნდშიც დაჯაბნიდა ! ამდენი იწვალო ფინალში გახვიდე და იქ უარი თქვა ??? ოვაციას რაც შეეხება ძალიან მეეჭვება რომ ის ოვაციები გურულის მისამართით იყო –სერბები რუსების ნომერ პირვეკლი ძმაკაცები არიან და ბელორუსებზე დიდი ძმაკაცებიც და რუსის “ჩემპიონობა” გაუხარდათ ასიანი