ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში „ჰამასის“ ათობით ობიექტი გავანადგურეთ

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა და დრონებმა, გასული დღის განმავლობაში, ღაზაში „ჰამასის“ კუთვნილ ათობით ობიექტს დაარტყეს, – ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა ინფრასტრუქტურას, რაკეტების გამშვებ პოზიციებს, „ჰამასის“ შეიარაღებულ წევრებსა და სადამკვირვებლო პუნქტებს. ამასთან, ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზას ცენტრალური სანაპიროს გასწვრივ დარტყმები განახორციელეს.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ იფთაჰის სარეზერვო ბრიგადამ მათ სამოქმედო არეალში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეამჩნია და დრონით დარტყმა მოითხოვა. კიდევ ერთი ინციდენტის დროს, რეზერვისტებმა შენობაში ტერორისტული უჯრედი შენიშნეს და საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერა მოითხოვეს. იერიშის შედეგად „ჰამასის“ რამდენიმე წევრი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

გრიგოლ გეგელია – „ოცნებას“ გერმანიის ელჩის საცხოვრებლიდან და მეტიც, ქვეყნიდან გაძევების კამპანია აქვს, გაურკვეველია რას ეძებენ – ცოტა სასაცილოა გერმანიის ფედერაციის წარმომადგენლობა ვინმეს რამეს არ უკონტრაქტებდეს – კონტრაქტი არსებობს