მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიამ ბანძელაძეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მარიამ ბანძელაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიასა და ანტენატალური მომსახურების რეგიონალიზაციის ღონისძიებების შემუშავებაზე. განიხილეს კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სერვისებით მოცვის გაფართოება.
მიხეილ სარჯველაძემ გაეროს მოსახლეობის ფონდს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე