მოდრიჩის საიუბილეო – ლუკას მორიგი მიღწევა “რეალში”

ლა ლიგის 33-ე ტურში “რეალმა” გასვლაზე “სოსიედადი” არდა გულერის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთამდე ითამაშა მადრიდელთა ლეგენდა ლუკა მოდრიჩმა, რომლისთვისაც ეს “სამეფო გუნდის” მაისურით ისტორიული 350-ე გამარჯვება აღმოჩნდა.
ხორვატს ამისთვის ჯამში ყველა ტურნირზე 526 შეხვედრა დასჭირდა, სადაც 39 გოლი გაიტანა და 84 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
მოდრიჩი “რეალს” 2012 წელს “ტოტენჰემიდან” 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ასევე დაგაინტერესებთ