მედია – ბელგიის სასამართლო 17 მაისს გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა გამოძიება კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებულ საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურაც ურსულა ფონ დერ ლაიენია

ბელგიის სასამართლო 17 მაისს გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა გამოძიება ვაქცინებთან დაკავშირებულ საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურაც ევროკომისიის პრეზიდენტი ა.
საუბარია ე.წ. Pfizergate-ის საქმეზე, რომლის შესახებ ინფორმაციაც 2021 წლის აპრილში New York Times-მა გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიის დროს კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ალბერტ ბურლასთან ვაქცინის 1,8 მილიარდი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით მობილური ტელეფონით მიმოწერა ჰქონდა და აღნიშნული შეტყობინებები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. 2023 წლის აპრილში ბელგიაში ლაიენის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და ის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო დოკუმენტების განადგურებაში და უკანონო გამდიდრებასა და კორუფციაში დაადანაშაულეს. ახლა ბელგიის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, კანონიერია თუ არა საქმის წარმოებაში მიღების შესახებ ევროკავშირის პროკურატურის მოთხოვნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი – იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა – ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც იქნება შეფასებული