შთამბეჭდავია ევროპული გზის გასაგრძელებლად მუდმივი ძალისხმევა და ამ გზის განსაკუთრებული აუცილებლობის გაცნობიერება – გერტ იან კომპანი საქართევლოს შესახებ

შთამბეჭდავია ევროპული გზის გასაგრძელებლად მიმართული ძალისხმევა – ასეთ შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტირატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი.
“მართლაც შესანიშნავი საუბარი შედგა. შთამბეჭდავია ევროპული გზის გასაგრძელებლად მუდმივი ძალისხმევა და ამ გზის განსაკუთრებული აუცილებლობის გაცნობიერება!” – წერს იგი.
კოპმანი სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერტ იან კოპმანთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაქვეყნა.
“მქონდა ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გერტ იან კოპმანთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ძალისხმევა და პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, კიდევ ერთხელ მივესალმეთ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ჩვენი ქვეყანისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას,” – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა