ნათია მოდებაძე ოპოზიციას – ხალხს კარგად ახსოვს, ვინ ხართ, რა წარსული გაქვთ, ახლები ხართ, ძველები თუ სისხლისმსმელები

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნათია მოდებაძემ განცხადება გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიცია ამ კანონპროექტს იყენებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
„კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე ბევრი რამ ითქვა და ახლა მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ეს კანონი და მისი შინაარსი კი არ არის დღევანდელი ოპოზიციისთვის ამოსავალი, თქვენ ამ კანონს იყენებთ მიზეზად, რომ კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანოთ საზოგადოება. გავეშებით იბრძვით ხელისუფლებისთვის, თუმცა ხედავთ, რომ ყოველდღიურად გაკლდებათ მხარდამჭერები.
რაც შეეხება რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის გამოშვებას რომ ითხოვენ, ჩვენ გვკითხეთ, პირადად მე მკითხეთ, ადამიანს, რომელმაც, ფაქტობრივად, დავკარგე მშვიდი ახალგაზრდობა. რამდენიმე წელი ვიყავი უმეგობრო, შანტაჟში, უმუშევრობაში, გაჭირვებასა და ყველანაირ უბედურებაში, რაც თქვენს ხელისუფლებას ახასიათებდა. მე მკითხეთ, ვუჭერ თუ არა მხარს სააკაშვილის გათავისუფლებას. ჰკითხეთ მოლაშვილების, ვაზაგაშვილების, თეთრაძეების ოჯახებს, დავითაშვილის ცოლ-შვილს ჰკითხეთ. ევროპარლამენტარები წყვეტენ ამ ქვეყანაში რა დაკანონდეს და რა არა, თუ ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებას შეეწირნენ?!“, – განაცხადა ნათია მოდებაძემ.
მისივე თქმით, 29 აპრილს ყველა დაინახავს, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს ხელისუფლებას.
„გვეუბნებიან, თქვენ მოკავშირეები არ გყავთო. 29 აპრილს ნახავთ, გვყავს თუ არა მოკავშირეები. მსგავსი რეზოლუციები, რომლებიც მხოლოდ სარეკომენდაციოა, არაერთხელ მიუღიათ ევროპარლამენტარებს, მაგრამ ამ ქვეყანაში მთავარი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, არის ქართველი ამომრჩეველი. რა უფლება აქვს ვინმეს ულტიმატუმის ენით გვითხრას, ჩვენს ქვეყანაში რომელი კანონი მიიღოს პარლამენტმა და რომელი – არა. რაში გჭირდება მაშინ საქართველოს პარლამენტი?!
თითების ქნევით რომ გვესაუბრებით აქ, თქვენ ახლა რას აკეთებთ. ხელისუფლებაში რომ დაბრუნდეთ, იმის წარმოდგენაც არ მინდა, რას უზამთ ადამიანებს. ხალხს კარგად ახსოვს, ვინ ხართ, რა წარსული გაქვთ, ახლები ხართ, ძველები თუ სისხლისმსმელები“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.
ნათია მოდებაძემ დასძინა, რომ საქართველოში კანონებსაც, კონსტიტუციასაც და ყველანაირ წესრიგს ამყარებს ქართველი ხალხი.
აღნიშნულ კომენტარს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ