“სასულიერო აკადემიაშიც შემოაღწიეს ამ ბინძურებმა, აქციაზე წასვლას გვაიძულებენ” – მედია სტუდენტის ინტერვიუს აქვეყნებ

ტვ პირველის ინფორმაციით, სასულიერო აკადემიის სტუდენტს “ქართული ოცნების” დაგეგმილ აქციაზე წავლას აიძულებენ. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი “პირველებთან” ყვება, რომ კონტრაქციის დაანონსების შემდეგ ლექტორების მხრიდან სტუდენტების მიმართ ერთგვარი რეპრესიები დაიწყო. მან განცხადება უკვე დაწერა და სასულიერო აკადემია პროტესტის ნიშნად დატოვა.
მედეა ღლონტი, ქეთევან მამასახლისი, დურმიშხან ლაშხი – სტუდენტის ინფორმაციით, სასულიერო აკადემიის ეს სამი ლექტორი ახალგაზრდებს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე წასვლას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხევაში ემუქრებოდნენ.
წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ ლექტორები გვემუქრებოდნენ, გვაიძულებდნენ წასვლას 29-ში, ახლა, „ქართული ოცნების“ აქციაზე. მე, როგორც კრიტიკულად განწყობილი, დავტოვე სასულიერო აკადემია ამ მიზნით. როგორც მაქვს ინფორმაცია, სხვა ფაკულტეტების სტუდენტებიც წამოვიდნენ ამავე პრობლემებით. მედეა ღლონტი, ქეთევან მამასახლისი, დურმიშხან ლაშხი მოგვიწოდებდნენ, რომ უნდა წავსულიყავით აქციაზე იმის გამო, რომ ჩვენი მომავალი ყოფილიყო თავისუფალი და გამჭვირვალე ყოფილიყო ყველაფერი და ეს ჩვენ საკეთილდღეოდ კეთდებოდა. როდესაც უკვე განვაცხადეთ უარი 12-ვემ, შემდეგ უკვე წამოვიდა მუქარა, დაშინება. გვეუბნებოდნენ, რომ კრედიტები არ მოგვიგროვდებოდა, გამოცდაზე ვერ გავიდოდით, ჩავიჭრებოდით და გავირიცხებოდით აკადემიიდან. მე ვარ ერთადერთი სტუდენტი, ვინც ხმა ამოიღო და ჩემგან წამოვიდა ეს ინფორმაცია. ბევრმა ვიცი, რომ უარი განაცხადა, ბევრიც გაირიცხა, ბევრმა აკადემიური აიღო. ამ აქციის გამო ხდება ყველაფერი ანუ სასულიერო აკადემიაში, სამწუხაროდ, შეაღწია „ქართული ოცნების“ ბინძურმა პოლიტიკამ, – ამბობს სტუდენტი.