UBER-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის

BMG-ის ინფორმაციით, ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოში შემოდის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე, კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა ღირებულების სერვისს შესთავაზებს, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის პრემიული სერვისი, სახელწოდებით Uber Black.
კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ.
Uber-ის აპლიკაცია, სახელწოდებით Uber GE, ქართულ App Store-სა და Google Play-ში უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. თავად აპლიკაცია ქართულადაც არის ხელმისაწვდომი და შიგნით, ავტომობილების დანახვაც შეიძლება, მაგრამ ტაქსის გამოძახება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ყაზახური მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით, შექმნილ ფაქტორთა ერთობლიობა, საქართველოს უხსნის შესაძლებლობების „ფანჯარას“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოხმარებისათვის, რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულის შემცირება მოახდინოს“ – TCRC