აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე „მედიაცია ბიზნესისთვის“ მესამე ყოველწლიურ ფორუმს დაესწრო

მედიაცია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიატორებისთვის, ბიზნესისთვის, სასამართლო ხელისუფლებისა და დავის მონაწილეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, რათა შევძლოთ და ვისწავლოთ ერთმანეთთან კონსტრუქციული საუბარი, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ბათუმში, „მედიაცია ბიზნესისთვის“ მესამე ყოველწლიური ფორუმის გახსნისას განაცხადა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, მოდერატორი ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე, -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე და სხვები.
ფორუმი, რომელიც ორ პანელად წარიმართა, ბიზნესთან თანამშრომლობასა და ხელშეწყობაში მედიაციის როლს, მედიაციის გზით დავების გადაწყვეტის დადებითი მხარეების, ბიზნესისთვის მედიაციის გამოყენების სამართლებრივ პერსპექტივასა და ჩარჩოს განხილვას დაეთმო.
ღონისძიება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, USAID-ის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით გაიმართა და მას ადგილობრივთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწრეების, მედიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით რაქვიაშვილი – თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს – ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს