შაილოსთან დაძაბულობის შემდეგ ანჯელინას ფავორიტი 15 წლის ვივიენია? – ოსკაროსანი მსახიობი პრემიერაზე 15 წლის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა – Marao

ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე 15 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ვი­ვი­ენ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. დედა-შვი­ლი ბროდ­ვე­ის ახა­ლი მი­უ­ზიკ­ლის “The Outsiders” პრე­მი­ე­რას და­ეს­წრო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ან­ჯე­ლი­ნა ახალ პრო­ექ­ტზე შვილ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და.
ჯოლი მი­უ­ზიკ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რია. მსა­ხი­ობ­მა ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბა სწო­რედ ქა­ლიშ­ვი­ლის თხოვ­ნით და­ი­წყო. ვი­ვი­ე­ნი პრო­ექ­ტზე დე­დის თა­ნა­შემ­წე იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს შო­უ­ბიზ­ნეს­ში მისი პირ­ველ სა­მუ­შა­ოა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტი ახალ რჩეულთან, ინეს დე რამონთან გადავიდა საცხოვრებლად. 27 მაისს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქალიშვილი შაილო 18 წლის გახდება. იგი დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას გეგმავს – დედისგან შორს. წყაროების თანახმად, შაილო მამასთან ერთად აპირებს საცხოვრებლად გადასვლას.
„ენჯიმ იცის, რომ შაილო გაიზარდა და შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ანჯელინა, რბილად რომ ვთქვათ, ამით კმაყოფილი არ არის” – ამბობს მსახიობთან დაახლოებული პირი.
შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავების განქორწინება რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა, რადგან ისინი დიდი ხნის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ ბავშვის მეურვეობის საკითხს. როგორც ცნობილია, შაილოს მამის ახალ რჩეულთან კარგი ურთიერთობა აქვს.
პრესა ბრედ პიტის ახალ რომანზე ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე ალაპარაკდა. წერდნენ, რომ მსახიობი ინეს დე რამონს ხვდებოდა. როგორც ცნობილია, წყვილი ისევ ერთადაა.
People insiders-ის ცნობით, ბრედი ნამდვილად ბედნიერია ინეს დე რამონთან ახალი ურთიერთობით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბოლოს ერთად რვა თვის წინ ნახეს – „ამ ზაფხულს ისინი ერთად კარგ დროს ატარებენ. მათ ნამდვილად ძალიან უყვართ ერთმანეთი. ეს აშკარაა ყველასთვის, ვინც მათ ერთად ხედავს. ინესთან ერთად მან კვლავ იპოვა თავისი ნაპერწკალი. მართლაც საოცარია. ბრედი შესანიშნავი ადამიანია და ბედნიერებას იმსახურებს”, – ამბობდა ანონიმური წყარო.
თორმეტწლიანი ურთიერთობა, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი და სკანდალური განქორწინება – ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან აკავშირებს, რომელთანაც მსახიობმა რომანი 2005 წელს დაიწყო. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა, 2016 წელს კი ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა – მან ბრედი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობები ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ. თუმცა, წყაროების თანახმად, მათ ჯერ კიდევ არ მოუგვარებიათ ბავშვების მეურვეობის საკითხები.