კახა კალაძე – დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას – დავეხმარებით ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა „მ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია საქართველოს სუვერენიტეტი.
„უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ზრუნვა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს