მაკრონის თქმით, ევროპა თავდაცვისთვის უკეთ უნდა მოემზადოს და შეიარაღების წარმოება გაზარდოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 25 აპრილს გამართულ გამოსვლაში ერთიანი ევროპული თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტი სამხედრო კუთხით -ს გავლენაზე ნაკლებად დამოკიდებული უნდა გახდეს.
“არსებობს საფრთხე, რომ სულ მხოლოდ 3 წელში ევროპა მოკვდება. ჩვენ საფრთხეებთან გასამკლავებლად მზად არ ვართ”. – განაცხადა მაკრონმა პარიზის უნივერსიტეტში გამართულ გამოსვლაში.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო შეიარაღების კუთხით ევროპელებმა საჭიროა, რომ ერთობლივად უფრო მეტი და უფრო სწრაფად აწარმოონ.
“თავდაცვის ინდუსტრიის გარეშე არ არსებობს თავდაცვა… ათწლეულების განმავლობაში [სამხედრო სექტორში] არასათანადო ინვესტიცია იდებოდა”. – თქვა მაკრონმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ში რუსეთს გამარჯვების საშუალება არ უნდა მიეცეს და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, კიბერუსაფრთხოების მხრივ შესაძლებლობები გააუმჯობესონ და დიდ ბრიტანეთთან თავდაცვის ნაწილში უფრო დაახლოვდნენ. იგი ასევე მაღალი რანგის სამხედრო პერსონალისთვის ევროპული [სამხედრო] აკადემიის შექმნის იდეით გამოვიდა.
მაკრონი უკვე მრავალი წელია, რაც ევროპაში “სტრატეგიული ავტონომიის” იდეით გამოდის, რაც სამხედრო კუთხით აშშ-ზე ნაკლებ დამოკიდებულობას გულისხმობს.