ეს რეზოლუცია არის ძალიან მძიმე საქართველოსთვის. მე ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებას სულ ფეხებზე კიდია, რას დაწერენ ამ რეზოლუციაში. პირველ რიგში, ეს მძიმე იქნება ხალხისთვის.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. თუ ოცნება არ მუშაობს და ასეთ რეზოლუციებს იყენებს თავისი პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ ხალხთან. მე მინდა თითოეულ ევროპარლამენტარს ვუთხრა აქედან, საქართველოდან, ბევრ მათგანს ვიცნობ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის. იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის მიზანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნებამდე დარჩენილი გვაქვს 6 თვე, მეგობრებო, მოგვეხმარეთ, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, კონკურენტული და დემოკრატიული.