უკიდურესად მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის. განცხადებების შემდეგ უკვე ოფიციალურად 480 – დან 425 ევროპარლამენტარის გადაწყვეტილებით რუსული კანონის მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს … უკიდურესად მძიმე და სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის … ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან…
ეს ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების შეცვლას – ევროპული კურსიდან გადახვევა, უკიდურეს გაჭირვებას და უმძიმეს რეალობას საქართველოსთვის. რეზოლუციაში მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უზრუნველყოფა მინიმალურად ობიექტური საარჩევნო გარემოსი სადაც ხალხი გადაწყვეტს მისი ქვეყნის ბედს და არა ივანიშვილი.