ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები.
ყურადღება დაეთმო სექტორული კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების როლს ამ მიმართულებით.
ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ ეტაპზე გადასვლისკენ.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივას, ასევე – განათლებისა და კულტურის სფეროებში ნაყოფიერ თანამშრომლობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.