კობახიძე “ქაჯი პოლიტიკოსების” შეკრებაზეა – გოცირიძე

“ვიცით სად იმყოფება , შარშან ღარიბაშვილი იმყოფებოდა. ეს არის ულტრამემარჯვენეების კონფერენცია, სადაც არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ მონაწილეობს და არცერთი ქვეყნის მეთაური თუ მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ევროპულ ღირებულებებს სცემს პატივს. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას – “ქაჯი პოლიტიკოსების” შეკრება, თუმცა მანდ ორი ქვეყნის წარმომადგენლის გარდა არცერთი იმყოფება. ორბანმა კობახიძეს დიდი პოლიტიკური მოჭადრაკე უწოდა, დაავიწყდა, რომ მან შარშანდელ კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილსაც უთხრა, რომ მაგრად თამაშობს ნარდსო – კარგი მონარდეაო. ის თუ ნარდის დიდოსტატი იყო, ეს თურმე ჭადრაკში ყოფილა სპორტის ოსტატი. ეს, ფაქტობრივად, გაგრძელებაა “ქართული ოცნების” პუტინისტური ხაზისა, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი ვერ მიიღებს, მაგრამ მანიპულაციისთვის იყენებენ წინასაარჩევნოდ ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებით. ის, რომ თურმე გარყვნილი ევროპა ებრძვის მართლმადიდებლობას, ქართულ იდენტობას და ა.შ ეს არის პირდაპირ ანტიდასავლური კურსის გაგრძელება შენიღბული ფორმით. ხოლო ღია ფორმით ის არის, რაც კეთდება აქ – საქართველოში და ის ინიციატივები, რასაც ახლა პარლამენტში ვხედავთ. პირველ რიგში, ამ აგენტების შესახებ “რუსული კანონის” სახით. საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას მიაქანებს შუა საუკუნეებისკენ”.

ასევე დაგაინტერესებთ

სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა