აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უცხეთის ქვეყნებისადმი განკუთვნილი დახმარების პაკეტს, რომლის ღირებულებაც 95 მილიარდ დოლარს მოიცავს. აქედან 61 მილიარდი უკრაინისთვისაა განკუთვნილი. დანარჩენი ისრაელისთვი და ინდო-წყნაროეკანეთის რეგიონისთვის. აქამდე, რამდენიმე საათით ადრე აშშ-ს სენატმა ამ კანონპროექტების მიღებას მხარი დაუჭირა.
ბაიდენის თქმით, ახალი დახმარების პაკეტი უკრაინაში რამდენიმე საათში ჩავა.
“ეს იყო რთული გზა, უფრო მარტივად და უფრო ადრე უნდა მოსულიყო აქამდე. თუმცა საბოლოოდ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკა აკეთებს: მივედით მომენტამდე, გავვერთიანდით და ბოლომდე მივიყვანეთ.” – აღნიშნა ბაიდენმა დახმარების კანონპროექტზე, რომლის მიღებაც რამდენიმე თვით გაჭიანურდა.
კანონის მიღებიდან მალევე, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ცნობა უკრაინისთვის განკუთვნილი 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტზე. დახმარება, მოიცავს ისეთ შეიარაღებას, რომელიც კიევს სასწრაფოდ ესაჭიროება და რისი მიწოდებაც მცირე დროში შეიძლება.
პაკეტი მოიცავს: RIM-7 და AIM-9M-ის ტიპის რაკეტებს საჰაერო თავდაცვისთვის, სტინგერის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს, ტყვია-წამალს, HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტებს, 155-მმ-იან ჭურვებს, მათ შორის გაუმჯობესებული საბრძოლო მასალით, 105-მმ-იან საბრძოლო მასალას, ქვემეხების 60-მმ-იან საბრძოლო მასალად, Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ნაღმგამძლე მანქანა MRAP-ებს, ლოგისტიკისთვის საჭირო მანქანებს, ტაქტიკურ მანქანებს შეიარაღების განსათავსებლად და გადასატანად, ჯაველინისა და AT-4-ის ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებს, მაღალი სიზუსტის საჰაერო საბრძოლო მასალას, ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმებს, კლეიმორის ტიპის ნაღმებს, ღამის ხედვის მოწყობილობებსა და გარკვეულ ნაწილენს.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი, რომლის გარშემო დებატები რამდენიმე თვით გაჭიანურდა. ერთ-ერთ მთავარ უთანხმოებას რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენებს შორის ქმნიდა აშშ-მექსიკის საზღვრის პოლიტიკა, რომლის გამკაცრებასაც რესპუბლიკელები ითხოვდნენ. საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის შუამავლობით შესაძლებელი გახდა ცვლილებები, ერთი კანონპროექტი ოთხად გაიყო: უკრაინის დახმარების კანონპროექტად, ისრაელის დახმარების კანონპროექტად, ტაივანისა და მისი რეგიონის დახმარების კანონპროექტად და აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების პრიორიტეტების კანონპროექტად.
მეოთხე კანონპროექტის მეშვეობით აშშ-ში შესაძლებელი ხდება სოციალური ქსელი TikTok-ის აკრძალვა და ამას გარდა რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევა და მათი მეშვეობით უკრაინის დახმარება.