ტელეწამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი ორსულობის დროს შექმნილ პრობლემას გამომწერებს უზიარებს.
„ვგეგმავდი, რომ ვივარჯიშებდი მთელი ორსულობა, მოვაწყობდი ფოტოსესიას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არაფერი არ უნდა დაგეგმო“. – ამბობს ნუკი.
ნუკის თქმით, უამრავი ადამიანი ეხმაურება, ვისაც ორსულობის დროს მსგავსი პრობლემა შეჰქმნია.
” ძალიან ცუდად ვარ, ბევრი ტკივილი მაქვს 50/50-ზეა, შეიძლება დაკარგო ამ დროს ბავშვი, შეიძლება ყველაფერი კარგად დასრულდეს“, – ამბობს ნუკი.