რუსეთის ეკლესიამ ნავალნის საფლავზე მლოცველ მღვდელს მღვდელმსახურება შეუჩერა

რუს მართლმადიდებელ მღვდელს, რომელმაც გასულ თვეს გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ს საფლავზე პანაშვიდი გადაიხადა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს და სამწლიანი „სინანული” დაავალეს.
დიმიტრი საფრონოვმა რამდენჯერმე აღავლინა ლოცვა მოსკოვში, ნავალნის საფლავზე, ასევე 26 მარტს ნავალნის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგაც ჩაატარა ღვთისმსახურება.
მისთვის მღვდელმსახურების შეჩერების შესახებ ს მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია. ამავე განცხადებაში ნათქვამია, როომ მღვდელს ახლა მხოლოდ მედავითნეობის როლის შესრულება შეეძლება.
დასჯის მიზეზი რუსულ ეკლესიას არ დაუსახელებია. ეს უკანასკნელია სასჯელების სერიიდან, რომელიც ეკლესიამ დაუწესა იმ მღვდლებს, რომლებიც ოპოზიციის მიმართ სიმპათიას გამოხატავდნენ.
“მონანიების პერიოდის ბოლოს, მორჩილების ადგილიდან გამოხმაურების საფუძველზე, მიიღება გადაწყვეტილება მისი შემდგომი სამღვდელო მსახურების შესაძლებლობის შესახებ“, – აცხადებენ ეპარქიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული