ღაზაში მძევლების გათავისუფლების პროცესი ხვალამდე გადაიდო – განცხადება ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ გააკეთა

ღაზაში მძევლების გათავისუფლების პროცესი ხვალამდე გადაიდო – განცხადება ს ეროვნული უშიშროების საბჭომ გააკეთა, თუმცა მიზეზები არ დაკონკრეტებულა. ღაზას სექტორში ცეცხლის 4 დღიანი პაუზა, რომლის დროსაც 50 მძევალი 150 პატიმარზე უნდა გაცვლილიყო, დღეს უნდა გამოცხადებულიყო.
მანამდე კი ისრაელი ინტენსიურ სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს ღაზაში განაგრძობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ომს მოიგებს და “ჰამასზე” “აბსოლუტურ გამარჯვებას” მოიპოვებს.

პარალელურად, ისრაელი საპასუხო საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს “ჰეზბოლას” წინააღმდეგ. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო იერიშის შედეგად დაიღუპა “ჰეზბოლას” 5 წევრი, მათ შორის ერთ-ერთი, ლიბანის გავლენიანი პარლამენტარის შვილია. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, “ჰეზბოლას” მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა, შესაძლოა, ლიბანში ომი გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები – გამოჩნდა ერთი ქართველი, რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება