ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

ლაზარე გრიგორიადისმა პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ გლდანის ციხე დატოვა.
მან მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს შეწყალებისთვის და განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში.
“აქციებზე შევხვდებით”, – განაცხადა გრიგორიადისმა და დასძინა, რომ მისი აზრით, ხელისუფლება ვერ მოახერხებს რუსული კანონის მიღებას.
მისი თქმით, სასამართლომ პოლიტიზებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ის დამნაშავედ ცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გრიგორიადისმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ და დასძნა, რომ ციხეში ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა უჭირდა.
მან ციხეში ერთ წელზე მეტი დრო გაატარა.