ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. კამათი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს მოყვა. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, შვილებთან ომს თავი დაანებონ და “რუსულ კანონს” გაემიჯნონ. მან, ასევე, გააკრიტიკა ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები.
“ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოუწოდეს ოპოზიციონერ კოლეგებს დაანებონ თავი საჯარო მოხელეების ბულინგს. მათი თქმით, ს საქმეს თავად ოპოზიცია აკეთებს და მათ არგუმენტირებული განხილვა არ აინტერესებთ.
კამათი ხმაურში გადაიზარდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა