25 აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე, ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოები ხვალ, 25 აპრილს დილის 11:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
„აღნიშნული სამუშოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 25 აპრილს დილის11:00 საათიდან, 26 აპრილის ღამის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში – ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის I და II კვარტალს, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის I კვარტალს, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩას და გასასვლელებს, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.