“ხარებამ” დაარღვია ადამიანის უფლებები, საქართველო უახლოვდება რუსეთს” – გრეგოროვა

გდდი-ის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” გვარმა ევროპარლამენტშიც გაიჟღერა. საქართველოს თემაზე მიმდინარე დებატებზე, სადაც განხილვის თემა რუსული კანონია, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა:
“ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ ამ კანონის მიღება ნამდვილად დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. იმის მერე, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი საქართველომ დაარღვია მოცემული სიტყვა და ხელახლა შემოიტანა ეს კანონი.
ზვიად ხარაზიშვილმა დაარღვია ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსული ტიპის კანონი იყოს მიღებული. ძალიან მტკივნეულია იმის ნახვა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს და ამას შესაძლოა ჰქონდეს ფინანსური შედეგები” აღნიშნა გრეგოროვამ.
თარგმანი – მთავარი არხი