გივი მიქანაძემ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, ბრიუსელში ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული საზოგადოებების საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაზრდის მიზნით დამატებით მექანიზმებზე მსჯელობა წარმოადგენდა. მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლაში, გივი მიქანაძემ, კონფერენციის მონაწილეთა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის როლზე გადაწყვეტილებათა აღსრულების მიმართულებით.
„გივი მიქანაძემ იმ შესაძლო დამატებითი მექანიზმების შემოღებაზე ისაუბრა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მინისტრთა კომიტეტის უფრო შედეგიან საქმიანობას სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების კუთხით.
კონფერენციას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, ევროპის ქვეყნების სახელმწიფო წარმომადგენლები სტრასბურგის სასამართლოში, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა