შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, განჭვრეტა შეუძლებელია

სალომე ზურაბიშვილი სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას არანაირი მოლოდინები არ მაქვს ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ვინაიდან, „არა თუ შეწყალება, მან კონსტიტუცია დაარღვია“.
„ჯერ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაადგინოს ბრალეულობა იმ პარის ან არ დაადგინოს. მე მგონი, ქართველი ხალხი იმსახურებს იმის გაგებას, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც საქართველოს ისტორიაში პირველად მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ცოცხალ ადამიანს და წვავდა. ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს საქართველოს სასამართლომ, ამიტომ მნიშვნელოვანია ჯერ მართლმსაჯულების აღსრულება და მოვისმინოთ, მართლმსაჯულება რას იტყვის ამ საკითხზე“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.