„უნდა ვიფიქროთ, როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია“ – პუტინი უკრაინაში ომზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ საჭიროა ფიქრი იმაზე, როგორ უნდა შეჩერდეს ში ომით გამოწვეული ტრაგედია და დასძინა, რომ მოსკოვს არასოდეს უთქვამს უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული განცხადება „დიდი ოცეულის“ ლიდერებთან ონლაინშეხვედრისას გააკეთა.
„ზოგიერთმა კოლეგამ გამოსვლებში განაცხადა, რომ შოკირებულია უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიით. დიახ, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგიკულია. რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევაჩეროთ ეს „ტრაგედია“. სხვათა შორის, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, არა რუსეთმა, არამედ უკრაინამ განაცხადა საჯაროდ, რომ ტოვებდა მოლაპარაკების პროცესს.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი