ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან – შალვა პაპუაშვილი

“ნეტგაზეთის” და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია.”- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე უცხოეთიდან დაფინანსებული მედიაგამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მისთვის 20 ჰექტარი ტერიტორიის 1 ლარად მიყიდვასთან დაკავშირებით.
“სამწუხაროა, მაგრამ ეს ჩვენი – როგორც დონორები ეძახიან – “კრიტიკული მედიის” რეალობაა. მისი მიზანი კი, რადიკალური ჯგუფებისთვის კოორდინირებული შეტევის საბაბის მიცემაა.
“გამჭვირვალობის კანონის” არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთს“ და „ბათუმელებს“. თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ დეზინფორმაციულ მედიას
„ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) აფინანსებს.
რა თქმა უნდა, ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან. იმედია, ისინი მაინც შეწუხდებიან, თორემ, ცილისწამებაზე, ამ ქვეყანაში, ხომ ვერ ნახავ კაცი სამართალს”- წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა