რუსებმა ხარკოვში სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსებმა ხარკოვში სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„განგაშის დროს თანამშრომლები თავშესაფარში იმყოფებოდნენ, მსხვერპლი არ ყოფილა“, – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.
რუსების სარაკეტო იერიშის შედეგად, სატელევიზიო ანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა.
ხარკოვის საოლქო პროკურატურამ ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები