CNN – იელის უნივერსიტეტში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე სულ მცირე 40 სტუდენტი დააკავეს

იელის უნივერსიტეტში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე სულ მცირე 40 სტუდენტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
-ის კონექტიკუტის შტატში, იელის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტებმა პროპალესტინური საპროტესტო ბანაკი რამდენიმე დღის წინ მოაწყვეს.
დემონსტრანტები პოლიციამ ორჯერ გააფრთხილა, მაგრამ სტუდენტების უმეტესობამ საპროტესტო ბანაკი არ დატოვა.
ასევე, დღეიდან ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ვირტუალურ ფორმატში წარიმართება. უნივერსიტეტის ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანს დაძაბულობის განმუხტვა წარმოადგენს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის პოლიციამ პროპალესტინურ დემონსტრაციაზე 108 სტუდენტი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ