რცხილაძე კონფერნეციაზე: ქართულ-რუსული ერთობაა, ერთსულოვნება და სიყვარული

დღეს, 22 აპრილს, თბილისში იმართება კონფერენცია “ და მსოფლიო: დიალოგები – 2024, მიზიდულობის ძალები”.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი კომუნიკაციების განვითარების კვლევითი ეროვნული ინსტიტუტია (НИИКР), რომელიც ს სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ), საგარეო დაზვერვის საბჭოსა (СВР) და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლების მიერაა შექმნილი.
საქართველოს მხრიდან, კონფერენციის ერთ-ერთი მასპინძელი ორგანიზაციის, ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნულ კონფერენციას აფასებს, როგორც “ქართულ-რუსულ ერთობას, ერთსულოვნებას და სიყვარულს.”
“ის არის ქართულ-რუსული ერთობა, ერთსულოვნება და სიყვარული – ალბათ მასეა, თქვენ მთავარი არხი ხართ და ყველაფერი იცით”. – თქვა რცხილაძემ მთავარ არხთან საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა კავშირი ჰქონდა თვით გულბაათ რცხილაძეს დღევანდელ კონფერენციასთან მან რუსული ლექსიკით უპასუხა, რომ ის არის “командир корабля”.
“მე ვარ командир корабля – ჰო, ხომალდის მეთაური ვარ, მე სადაც ვარ, ყოველთის ნაჩალნიკი ვარ”. – თქვა ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გულბაათ რცხილაძემ მთავარ არხთან საუბრისას.