დმიტრი პესკოვის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებს

პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია საპასუხო ზომებს მიიღებს , – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ნატო-ს წევრების გადაწყვეტილების შემთხვევაში პოლონეთი მზად არის, რომ მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს.

„სამხედროები, რა თქმა უნდა, ასეთი გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სიტუაციას გააანალიზებენ და ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საპასუხო ნაბიჯს გადადგამენ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ასევე, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ -ის მიერ კიევისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის.

„ეს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის. რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ, თავიანთ პოზიციებს აუმჯობესებენ. დინამიკა ყველასთვის გასაგებია“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს