ყარაჩაიში თავდასხმისას ორი პოლიციელი მოკლეს

ყარაჩაი-ჩერქეზეთში საპატრულო-საგუშაგო სამსახურის მისამართით ცეცხლი გახსნეს, მოკლეს ორი პოლიციელი, კიდევ ერთი მძიმედ დაჭრილი კი ჰოსპიტალიზებულია.
რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის, ქურდობისა და იარაღის უკანონო ვაჭრობის მუხლებით. თავდამსხმელებს ეძებენ.
ტელეგრამის არხების თანახმად, ორშაბათს, 22 აპრილის ღამეს, ყარაჩაიში პოლიციის რაზმს ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელებმა პოლიციას გასტაცეს სამსახურებრივი იარაღი, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი და საბრძოლო მასალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი