შალვა პაპუაშვილი – თუ გვინდა ოპოზიცია და მათთან სიმბიოზში მყოფი „ენჯეოები“ ერთი სიტყვით დავახასიათოთ, ეს სიტყვაა „ფარისეველი“

თუ ჩვენ გვინდა ოპოზიცია ერთი სიტყვით დავახასიათოთ და მათთან სიმბიოზში მყოფი „ენჯეოები“, ერთი სიტყვით მათი დახასიათება შეიძლება – ფარისეველი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ბარიერს მიღმა არის, „მათი ფარისევლობაა, რომელიც ყველამ ზეპირად იცის“.
„ზოგადად, თუ ჩვენ გვინდა ოპოზიცია ერთი სიტყვით დავახასიათოთ და მათთან სიმბიოზში მყოფი „ენჯეოები“, ერთი სიტყვით მათი დახასიათება შეიძლება – ფარისეველი. ფარისევლობაა, როდესაც ერთს ამბობენ საჯაროდ, მეორეს ფარულად აკეთებენ. მთავარი არსი ის არის, რომ მერე არც ერიდებათ ხოლმე, რომ კიდევ ამის გამართლება სცადონ. ამიტომ ეს ყველაფერი არის ფარისევლობა. დიდი ხანია ეს საზოგადოებამ იცის. იმიტომ არის, რომ ბარიერს მიღმა არის ყველა ეს პარტია, იმიტომ, რომ მათი ფარისევლობა უკვე ყველამ ზეპირად იცის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო