შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნები ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხზე გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რატომ არ ტარდება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე რეფერენდუმი.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნებია, თუმცა მისი განცხადებით, 26 ოქტომბრის გარკვეულწილად იქნება რეფერენდუმი.
„რეფერენდუმი ბევრი მიზეზის გამო არ ტარდება საქართველოში, მათ შორისაა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნები, ამავე დროს კანონთან დაკავშირებით რეფერენდუმი ვერ ჩატარდება. თუმცა, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება გარკვეულწილად რეფერენდუმი ამ თემებთან დაკავშირებით და მოქალაქეები თავისი გადაწყვეტილებით ამ საკითხებზეც დააფიქსირებენ თავის პოზიციას. ოპოზიცია იმასაც ვერ ბედავს, რომ ამ თემაზე თავისი პოზიცია გამოთქვას, რადგან იყურება თავისი მფარველებისკენ და ერიდება ამ თემებზე საუბარი – ამაზე პასუხს მიიღებს 26 ოქტომბერს. დაწვრილებით ჩაბარდება პასუხი საქართველოს მოქალაქეებისგან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო