შემოსავლების მიხედვით Shein-მა შესაძლოა H&M-სა და Zara-ს გადაუსწროს

2023 წელს ჩინური „სწრაფი მოდის“ ბრენდმა Shein-მა, რომელიც სინგაპურშია ბაზირებული, შესაძლოა მოდის ორ გიგანტს Zara-სა და H&M-ს აჯობის. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში Shein-ის შემოსავალმა 24 მილიარდ დოლარს მიაღწია.
გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 23 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ 800 მილიონი დოლარი, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია წლის ბოლომდე ამ მაჩვენებლის 40%-ით გაზრდას გეგმავს. ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, Shein-მა უკვე გადაუსწრო შვედურ რითეილერს H&M-ს.
ცხრა თვის განმავლობაში, 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე, კომპანია H&M-მა, რომელსაც ოფიციალურად ჰქვია H&M Hennes & Mauritz AB, გამოიმუშავა $16.4 მილიარდი წმინდა შემოსავალი და $8.2 მილიარდი მთლიანი მოგება. რაც შეეხება Zara-ს მფლობელ ესპანურმა Inditex-ს, 1-ელი თებერვლიდან 31 ივლისის ჩათვლით ექვს თვეში ესპანურმა კომპანიამ $18,3 მილიარდი შემოსავალი და $10,6 მილიარდი მთლიანი მოგება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, Shein-ი 2024 წელს ბირჟაზე გასვლას აპირებს. ამასობაში -ის მთავრობა კომპანიას იძულებითი შრომის გამოყენებასა და სავაჭრო შავი ხვრელების არსებობაში ადანაშაულებს. ასევე იმაში, რომ კომპანია თანამშრომლობს საკამათო მომწოდებლებთან და არღვევს ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებს.
ბოლო საინვესტიციო რაუნდის განმავლობაში, Shein-ის შეფასება დაეცა მესამედით – გასულ წელს 100 მილიარდი დოლარიდან 66 მილიარდ დოლარამდე. საცალო ვაჭრობაში ინვესტიცია მოახდინეს ისეთმა ინვესტორებმა, როგორებიცაა Sequoia Capital, Tiger Global და General Atlantic.
მოდის ბრენდი აღზევდა პანდემიის დასრულებისას, რაც გამოწვეული იყო მისი უკიდურესად დაბალი ფასებით, როგორიცაა პერანგი $3-ად და კაბა $12-ად და ამასთან ბრენდი საშუალებას იძლეოდა მათი სამოსი უახლესი ტენდენციების შესაბამისი ყოფილიყო.
საგამოძიებო კომისიის თანახმაად, რომელიც ეკონომიკასა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ჩინეთის ურთიერთობას (USCC) მიმოიხილავს, 2020 წლის მარტში, Shein-ს ეკავა აშშ-ში სწრაფი მოდის ბაზრის 18%. ორ წელიწადში ეს რიცხვი 40%-მდე გაიზარდა. 2022 წლის ნოემბრისთვის, Shein-მა შეადგინა სწრაფი მოდის გაყიდვების 50%, მეტი ვიდრე H&M (16%) და Zara (13%).
2022 წლის მაისში, შეერთებულ შტატებში ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, Shein-ის აპლიკაციამ ჩამოტვირთვების რაოდენობით გადააჭარბა TikTok-ს, Instagram-სა და Twitter-ს.
ჩინური ონლაინ-მაღაზია ასევე აპირებს გახდეს ახალი Amazon. ის ცდილობს გადაიბიროს გამყიდველები და პირდება, რომ ისინი წელწადში $2 მილიონზე მეტს გამოიმუშავებენ.
გარდა ამისა, Shein ახლა ყიდის ელექტრონიკას და წელს დაიწყო თანამშრომლობა ამერიკულ რითეილერთან Forever 21-თან, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია გამოიყენოს ბრენდის მაღაზიები თავისი საქონლის გასაყიდად და მიწოდების პუნქტად.
რა თქმა უნდა, Shein არ გაუწევს კონკურენციას Amazon-ს უახლოეს მომავალში. თუმცა, ამერიკის ბაზარზე ასეთი წილის მოპოვება, სულ რაღაც სამ წელიწადში, უკვე სერიოზული მიღწევაა.