რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს შემდეგ მსვლელობით ქართული ოცნების ოფისთან მიდიან.
ოცნების ოფისის შემდეგ ისინი მსვლელობას სიმბოლურად ევროპის მოედანზე დაასრულებენ.
უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ინციდენტი მოხდა – ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც, როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, სუს-ის მიერ მიგზავნილი პროვოკატორი იყო. მოგვიანებით ეს პირი სამთავრობო მედიას ჩაეწერა.