რაფაჰზე ისრაელის დარტყმას ემსხვერპლა 13 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი

Associated Press-ის ცნობით, ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე ს დარტყმების შედეგად წუხელ დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი.
ისრაელი თითქმის ყოველდღე ახორციელებს საჰაერო რეიდებს რაფაჰის წინააღმდეგ, სადაც ამჟამად ღაზის სექტორის 2,3-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი იმყოფება. ძირითადად ეს არიან ადგილნაცვალი პირები, რომლებმა სხვა რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გაარიდეს თავი და რაფაჰს მიაშურეს.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის შეერთებული შტატები, თავშეკავებისკენ მოუწოდებს, მან პირობა დადო, რომ გააფართოებს ეგვიპტის საზღვარზე მდებარე რაფაჰის წინააღმდეგ სახმელეთო იერიშს.
გუშინ -ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საერთაშორისო დახმარების პაკეტი, რომელშიც შედის 26 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის. აქედან 9 მილიარდი დოლარი განკუთვნილია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
ღაზის ომმა ჩრდილში მოაქცია უწყვეტი ძალადობა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მათ შორის რეგულარული ჯარების რეიდები შეიარაღებული მებრძოლების წინააღმდეგ, ებრაელ ახალმოშენეთა მიერ პალესტინური სოფლების დარბევა და ქუჩებში პალესტინელთა თავდასხმები ისრაელელებზე.
ისრაელი მეშვიდე თვეა აგრძელებს ღაზის სექტორზე იერიშს. ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფება ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული) სამხრეთ ისრაელში თავდასხმა განახორციელა და დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი. 240-მდე მძევლად წაიყვანა ღაზაში. მათი ნაწილი ჯერ კიდევ ტყვეობაშია. ვარაუდობენ, რომ ნაწილი ცოცხალი აღარაა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, ისრაელის იერიშების შედეგად შარშან შემოდგომიდან დღემდე დაღუპულია 34 ათასზე მეტი ადამიანი. მათ უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციას საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი განახორციელებს

შალვა პაპუაშვილი – მთელი თაობა დაიბადა და გაიზარდა, სკოლას ამთავრებს ისე, რომ ნატო-ს მხრიდან გვაქვს მხოლოდ სიტყვები, საქმე კი არ გაკეთებულა – განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს

შალვა პაპუაშვილი – თუ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას მივიღებთ როგორც სიმართლეს, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ესეც რეკლამა გამოდის – ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა მისი დაკავება