თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 ადამიანი დააკავა, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაკავების ოპერაციები ქვეყნის ოთხ პროვინციაში განხორციელდა.
იერლიკაია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან „ისლამურ სახელმწიფოს“ დაფინანსებისა და მომარაგების ხელშეწყობაში.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ არალიცენზირებული იარაღი ამოიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება ჰგონია! – ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, დაკავებული გემის, Madleen-ის მგზავრებს, რომელთა შორის გრეტა თუნბერგი და ევროპარლამენტარი რიმა ჰასანიც არიან, 7 ოქტომბრის თავდასხმების ამსხველ ვიდეოჩანაწერს აჩვენებენ