„ძვირფასო ხელისუფლებავ, დროშის დამწველები რომ ციხეში გიზის, სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის სახალხოდ ცემას, დაუსჯელად რატომ ატარებ?!“ – გრინ ბარეტი

ძვირფასო ხელისუფლებავ, – რომ გცემენ, ხმას რატო არ იღებ?! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ს ომის მონაწილე, მწერალი და სოც.აქტივისტი, გრინ ბარეტი წერს.
ძვირფასო ხელისუფლებავ, – რომ გცემენ, ხმას რატო არ იღებ?!
რაღაც დროშის დამწველები რომ ციხეში გიზის, სახელმწიფოს ერთერთი ლიდერის სახალხოდ ცემას, დაუსჯელად რატომ ატარებ?!
საკუთარი პოლიციელები უკიდურესად დამამცირებელ მდგომარეობაში რატომ გყავს მიტოვებული ეგზალტირებული ბრბოს პირისპირ?!
აი ეს უკაცრავად და პატიმარი სააკაშვილი, – ციხეში რატომ არ ზის და სანატორიუმიდან რატომ გვმოძღვრავს, გვიწყრება, გვიბრძანებს და გვამუნათებს, – ხოვერმეტყვით?!
საყოველთავო სიდუხჭირე, მიგრანტ-ემიგრანტი, აუტანელი ჯარიმები და კიდევ ათასი ყოფითი პრობლემა რომ ერწუთს გვერდზე გავწიოთ, – ე ასეთი ასი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და, რა ვიცი, – ორსახოვანი გამიგია, მაგრამ თქვენისთანა მრავალწახნაგოვანი, – არაფერი…
იმდენად მრავალწახნაგოვანი ხართ, რომ წახნაგიც, როგორც ასეთი, ხოლო მასთან ერთად პრინციპიც, იდეაც, რაიმე ჩამოყალიბებული პრიორიტეტი, მიმართულება და ორიენტაციაც კი არ აღგენიშნებათ.
ავადსახსენებელ კომუნისტებსაც კი ჰქონდათ მიზანი, – განვითარებული სოციალიზმის გზით კომუნიზმის მიღწევა. უტოპიური, მაგრამ მაინც გზა და მიზანი!..
და თქვენ…
მომკალი და, მე თქვენი
ვე რა ფე რი გავიგე… – წერს გრინ ბარეტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს

მთავრობის ადმინისტრაცია – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს