SQUID GAME-ის მეორე სეზონი 2024 წლის ბოლომდე გამოვა

სტრიმინგის სერვისი Netflix კალმარის თამაშის მეორე სეზონს 2024 წლის ბოლომდე გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას პლატფორმის ხელმძღვანელი ტედ სარანდოსი ავრცელებს.
ამ ეტაპზე უცნობია პოპულარული სამხრეთკორეული სერიალის ახალი სეზონის გამოსვლის ზუსტი თვე და რიცხვი.
Squid Game 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სენსაციური სერიალია, რომელიც მოკლე დროში Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუ გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის სანაცვლოდ სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას, რომელსაც იდუმალებით მოცული ორგანიზატორები კუნძულზე ატარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

თამარ გოგელიძე: უდიდესი რისკი და ბეწვის ხიდია, დაიწყო ფალიაშვილით, გააგრძელო კეჭაყმაძე-იეთიმ გურჯით და დაასრულო შალახოთი ისე, რომ მოცარტის მოსმენის შეგრძნებასავით უსმენდე, ეს დღეს უკვე მაღალ ხელოვნებაზე კიდევ უფრო მაღლა დგას (ვიდეო)