ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა

ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა გუშინ ღამით, ლიბანის სამხრეთ ნაწილში, სამ რაიონში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტს დაარტყა, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალები იუწყება.
თავდაცვის ძალების ცნობით, ერთ-ერთი თავდასხმის სამიზნე ტაირ ჰარფაში, ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთ ობიექტზე, „ჰეზბოლას“ წევრი იყო.
ცალკეული დარტყმები განხორციელდა „ჰეზბოლას“ სადამკვირვებლო პუნქტზე ოდაისეში და შენობებზე ხიამში.