„სარწმუნოება არ არის ახლა გადასარჩენი. სახელმწიფოს სჭირდება გადარჩენა“ – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოცქსელში წერს:
„ილიასეული “სარწმუნოება” ისტორიულ პარადიგმაში ზის – ავტოკეფალია და სახელმწიფოებრიობა მოშლილი ერისთვის. დღეს ჩვენ ვიბრძვით სეკულარული სახელმწიფოსთვის, სადაც ნებისმიერი “რწმენის”არჩევანი თავისუფალოა. 35 წლის განმავლობაში მუდმივად გახლეჩილ ერს, ნამდვილად სჭირდება ერთობა. სარწმუნოება არ არის ახლა გადასარჩენი. სახელმწიფოს სჭირდება გადარჩენა და ამ ბრძოლაში მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მთავარი როლი და არა რომელიმე კონფესიის წარმომადგენელს. მოქალაქემუნდა იცოდეს, რომ მისი რწმენა და რელიგიური არჩევანიც სახელმწიფოსთან ერთად გადარჩება. თან იმთავითვე თუ ვდეკლარირებთ, რომ სარწმუნოებაში მართლმადიდებლობას ვგულისხმობთ, მუსლიმ, კათოლოკე ქართველებს გვერდზე ვწევთ? ათეისტებს რას ვუშვრებით? ამიტომ ერთობამ უნდა გააგვარჩინოს – “მოქალაქე იყავი და სადაც გინდა იქ ილოცე”. მე ზოგადად ერთ სიტყვასაც “ერთობა” ვიკმარებდი, რადგან ერთობით ენაც გადარჩება, მამულსაც ეშველება და სარწმუნოებას (უფლებებს) არაფერი დაემუქრება.“