შარლ მიშელი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება მკაფიო გზავნილს უგზავნის კრემლს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება მკაფიო გზავნილს უგზავნის კრემლს, – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი -ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებას.
„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრას, რომელმაც დაამტკიცა გადამწყვეტი 60 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. ეს მკაფიო გზავნილს უგზავნის კრემლს: ისინი, ვისაც თავისუფლების და გაერო-ს წესდების სჯერათ, გააგრძელებენ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ში.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ