ჩაკვეტაძემ ვერ ითამაშა – “უოტფორდმა” “ჰალთან” ქულები გაიყო

ჩემპიონშიფის 44-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ჰალს“ დაუზავდა – 0:0.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
„უოტფორდი“ 53 ქულით მე-15 ადგილზეა და 27 აპრილს „სანდერლენდს“ უმასპინძლებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, გიორგის გუნდი კი უმოტივაციოდაა, რადგან პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონაში ვერ მოხვდება და გავარდნის საფრთხეც არ ემუქრება.
უოტფორდი – ჰალი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ტუფანი (11, ჰალი)